logo
ENG



"საოცნებო"რეზოლუცია

01 თებ 202220:18
3 წუთის საკითხავი
 

რადაში უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების დროშები გაშალეს. პარტნიორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ვერ ნახავდით საქართველოს დროშას. ჩვენი ქვეყანა ამ ფაქტსაც გამოაკლდა. ამ ისტორიული მოვლენის პარალელურად საქართველოს ხელისუფლება თბილისში, პარლამენტის სხდომაზე, ამტკიცებდა რეზოლუციას, სადაც სიტყვა რუსეთის ჩაწერაც კი ვერ გაბედა.  

სუსტი ტექსტი აქცენტების გარეშე, სადაც არც მხარდაჭერა სჩანს და არც აგრესორი. საქართველოსა და უკრაინის დროშები სხდომაზე ოპოზიციამ მიიტანა. სწორედ ოპოზიცია გაემგზავრება კიევში და საჯაროდ დაუჭერს მხარს მეგობარ ქვეყანას.


close დახურვა